ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა.
როგორც ეხო კავკაზა იუწყება, პაციენტი წინა დღეს სოხუმის საქალაქო საავადმყოფოდან გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს გულის ქრონიკულ დაავადებები ჰქონდა.