ოკუპირებულ ხერსონში საძიებო სისტემა Google-ზე წვდომა შეიზღუდა.
ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა, კირილ სტრემოუსოვმა განაცხადა.
„ჩემი მოთხოვნით საძიებო სისტემა Google-ი გათიშულია, ისევე როგორც YouTube-ი და Viber-ი. უკრაინის ხელისუფლება და მათი ამერიკელი კურატორები ამ სოციალურ ქსელებს იყენებენ როგორც ინფორმაციული ტერორიზმის ელემენტებს“, – აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის კირილ სტრემოუსოვმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, Google-ი დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებშიც“ აკრძალულია.