ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლის სანაპიროსთან, რუსული ფლოტის ბაზას ორშაბათს ღამით საზღვაო თვითმფრინავები თავს დაესხნენ, თავდასხმა მოიგერიეს – აცხადებს სევასტოპოლის საოკუპაციო ხელისუფლების ხელმძღვანელი მიხაილ რაზვოჟაევი თავის Telegram არხზე.
მისი თქმით, წყალქვეშასაწინააღმდეგო-დივერსიული თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ერთი საზღვაო უპილოტო აპარატი, ერთი კი თავად აფეთქდა. მან, ასევე აღნიშნა, რომ ქალაქში ობიექტები არ დაზიანებულა.
„დღეს, დილის 03:30 საათზე განხორციელდა სევასტოპოლზე თავდასხმის მცდელობა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე: ერთი ზედაპირული დრონი გაანადგურეს PPDO ძალებმა, მეორე აფეთქდა თავისით. ყველაფერი მოხდა გარე გზაზე, ობიექტი არ დაზიანებულა. ახლა ქალაქში სიმშვიდეა, მაგრამ ყველა ძალები და სამსახური მზადყოფნაშია“, – წერს ის.
ცნობისთვის, სევასტოპოლი შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზაა, ბოლო თვეების განმავლობაში მასზე დრონებით თავდასხმის რამდენიმე მცდელობა იყო.
2022 წლის აგვისტოდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ანექსირებულ სევასტოპოლში სისტემურად აქტიურდება და ისმის აფეთქებების ხმები. როგორც რუსულ მედიაში წერენ, სისტემები ძირითადად მცირე ზომის უკრაინული დრონების გამო აქტიურდება.
ავტორი