ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის ე.წ. სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელი მარინა კოჩიევა ავრცელებს.
დღეის მონაცემებით ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 17-ს მიაღწია.
კოჩიევას თქმით, ინფიცირებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.