ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის, რობერტ კიუტის ცნობით, “პარლამენტში” მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი “დეპუტატი” ადგურ ხარაზიაა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შეგახსენებთ, სროლის შედეგად დაიღუპა ე.წ. დეპუტატი ვახტანგ გოლანძია , დაჭრილია კიდევ ერთი – კან კვარჩია
„ტელეგრამ“ არხი АМРА-life-ი ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტში მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ, რა დროსაც კან კვარჩა და ადგურ ხარაზია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სროლა ადგურ ხარაზიამ დაიწყო.
გარდაცვლილი ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა.