ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა, ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტს კი ალექსანდრე ანქვაბი დაიკავებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
23 აპრილს სოხუმში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. მან ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 23 მარტს გაიმარჯვა.