ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 15-ს მიაღწია.
ოფიციალური ინფორმაციით კორონავირუსი რეგიონში რუსეთიდან შემოვიდა. დაინფიცირებულთა შორის 7 რუსეთიდან ჩამოსული სამხედრო კურსანტია. 10 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით საოკუპაციო რეჟიმი რუსეთთან დამაკავშირებელ როკის გვირაბს კეტავს.
სულ რეგიონში კარანტინის რეჟიმში, ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ 244 ადამიანი იმყოფება.
წყარო: ნიუპოსტი