ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, ცემაში შემოაკვდათ. გარდაცვლილი ჯაბიევის ფოტოებს, დე ფაქტო რეგიონში მცხოვრები, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს და ანატოლი ბაბილოვს მიმართავს _ “Анатолий Bibilov are you a killer!!! ” _ წერს მეარაყიშვილი.
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ბიბილოვმა საგანგებო შეხვედრა გამართა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან ინალ ძაბიევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ბაბილოვმა გენერალური პროკურორს ურუზმაგ ძაგაგევს საქმესთან დაკავშირებით ანგარიში მოსთხოვა.
ურუზმაგ ჯაგაევის თქმით, 2020 წლის 28 აგვისტოს, 02:21 საათზე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ მიიღო შეტყობინება, რომ უგონო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე სხეულის დაზიანებით გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მოგვიანებით, ღშB- მ მიიღო ინფორმაცია, რომ ჯაბევი გარდაიცვალა ცნობიერების აღდგენის გარეშე.
ანატოლი ბიბილოვმა ჯაბიევის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე, ე.წ. შს მინისტრი თანამდებობიდან დაითხოვა.
“ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დადგინზეს ჯაბიევის სიკვდილის მიზეზი”, _ განაცხადა ბაბილოვმა.
როგორც ბაბილოვის მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია არნიშნული, ინალ ჯაბაევი სწორედ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მანქანის დაცხრილვაში იყო ბრალდებული.
აქვე, ცნობილი ხდება, რომ ანატოლი ბიბილოვმა, ცოტა ხნის წინ, ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის დათხოვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას Эха Кавказа ავრცელებს.
საქმეზე გამოძება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაიწყო.