გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ნატოში გაწევრიანების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა უარყო, _ იუწყება Le Monde.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ომში მყოფი ქვეყანა ვერ გახდება ნატოს წევრი. ეს ყველამ იცის, ამ თემაზე უთანხმოება არ არსებობს.
ჩვენ აღვწერეთ უკრაინის საბოლოოდ გაწევრიანების პერსპექტივა გასულ წელს ვილნიუსში ნატოს სამიტზე, ხოლო შემდეგ კი ვაშინგტონის სამიტზე“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ინფორმაციისთვის, გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირსა და ნატოს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა.