საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ,, ნაციონალური მოძრაობის“ წვერი სალომე სამადაშვილი ,,Freedom House“-ის იმ ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობაზეა საუბარი. როგორც სამადაშვილი აცხადებს, საქართველოში უნდა დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა და ქვეყანაში ნორმალური, დემოკრატიული პროცესები უნდა განვითარდეს.
,,ჩვენ ვცხოვრობთ ორ სხვადასხვა ქვეყანაში. იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ გვესაუბრებით იმაზე, რომ თურმე წარმატებით ახორციელებთ სხვადასხვა რეფორმას და რეალურად ვხედავთ, რომ ქვეყნის ბიუჯეტი, რომელშიც შედის ხალხის ჯიბიდან ამოღებული შემოსავალი ფული იხარჯება ბიძინა ივანიშვილის გასართობ პროექტებზე, მათ შორის, დენდროლოგიურ პარკზე, თუმცა არ ვიცით ხვალ რითი გაერთობა ოლიგარქი, რომელიც დღეს ამ ქვეყანას მართავს. დიახ, სწორედ, ამიტომ არის საუბარი ოლიგარქიულო მმართველობაზე ,,Freedom House“-ის ანგარიშში, მესმის, ეს ძალიან მძიმე მოსასმენია თქვენთვის,რადგან ძალიან აწუხებს ივანიშვილს, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები საუბრობენ მის როლზე ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ იმისთვის, რომ ეს შეწყდეს ,,Freedom House“- ზე თავდასხმა კი არ არის საჭირო, საჭირო არის ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი დაუბრუნდეს ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზას და რეალურად ქვეყანაში შეწყდეს პოლიტიკური ოპონენტის დევნა. შეწყდეს პოლიტპატიმრების არსებობა, შეწყდეს მცდელობა, რომ იდევნებოდეს რეალურად ქმედითი ოპოზიციური პარტიები და მიეცეს შესაძლებლობა ქართველ ხალხს დემოკრატიული პროცესით საკუთარი ხელისუფლება“, _ განაცხადა სამადაშვილმა.