საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოსა და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის შეხვედრას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„ორი ოლიგარქიული რეჟიმის ყველანაირი უწმინდურება საკუთარი ძაღლის ჯიხურის დასაცავად ერთიანდება არა მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ, არამედ ასევე უკრაინისა და საქართველოს ხალხის წინააღმდეგ. ჩვენი ერები უნდა გაერთიანდნენ მათ წინააღმდეგ. მაშინ ჩვენ დავამარცხებთ მათაც, პუტინსაც და ალბათ, უპერსპექტივობასა და სიღარიბესაც“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.
უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო 12 იანვარს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს შეხვდა, ინფორმაცია კი ამ შეხვედრის შესახებ დღეს გავრცელდა.