სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას, _ იუყება publika.ge.
„უპირველეს ყოვლისა სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემო დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია, რომელსაც მნიშვნელოვნად ასუსტებს ამ პროცესში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირების მხრიდან განხორციელებული სხვადასხვა ტიპის თავდასხმები. მიმდინარე პროცესები და წარსული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ პოლარიზაცია წინასაარჩევნო პერიოდის თანმდევი სისტემური გამოწვევაა, რომლის გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია, მასში მონაწილე პირებმა ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ არჩევნებს.
შეკრებისთავისუფლებათავისთავშიმართალიამოიცავსპროტესტისგამართვისადგილისარჩევისუფლებასაც, თუმცა, უფლებისრეალიზებამარუნდაგამოიწვიოსსხვაპირთაუფლებებისადასაარჩევნოშტაბისსაქმიანობისმომეტებულიშეზღუდვა. ამდენად, სახალხოდამცველიშეკრებისმონაწილეებსმოუწოდებს, მომავალშიაქციისიმაველოკაციაზე (მელიქიშვილისგამზირი) გამართვისშემთხვევაში, თავიშეიკავონიმგვარიქმედებებისგანხორციელებისგან, რამაც, შესაძლოა, ხელიშეუშალოს (ქართულიოცნება) საარჩევნოშტაბისმუშაობას“, _ ნათქვამია განცხადებაში.
ამასთანავე, სახალხო დამცველის შეფასებით, ხელისუფლება ვალდებულია, შექმნას უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობის მიზნით.
„საყურადღებოა ისიც, რომ შეკრების მიმდინარეობის დროს კანონმდებლობა ადგილზე მოვლენების გაშუქების მიზნით მყოფი ჟურნალისტებისთვის სპეციალური დაცვის რეჟიმს ითვალისწინებს, რაც გამომდინარეობს მედიის წარმომადგენლების განსაკუთრებული როლიდან, შეკრების შესახებ გაავრცელონ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური ცნობები. შესაბამისად, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მათი მისამართით განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და საქმიანობის ხელშეშლა.
ასევე დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე პირმა გამოიყენა სექსუალური კონოტაციის მატარებელი ჟესტიკულაცია. სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ სექსუალური ხასიათის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ქცევა საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელ და რიგ შემთხვევებში დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
გარდაამისაადგილიჰქონდაქალებისმიმართდამამცირებელ, დამაკნინებელდასტერეოტიპულგამონათქვამებს, სახალხოდამცველიკიდევერთხელმოუწოდებსროგორცხელისუფლებისისევეპოლიტიკურიპარტიებისწარმომადგენლებსთავიშეიკავონქალებისმიმართამგვარიგამონათქვამებისგამოყენებისგან“,- ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, განახორციელებს გამოძიებაზე ზედამხედველობას.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, შემჭიდროებულ ვადებში, პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი.
































































