შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის მსურველი 14 კანდიდატიდან 12 შეარჩია და სია პარლამენტს გადაუგზავნა.
კანდიდატებმა 12 მარტს კომისიის წინაშე საკუთარი პრეზენტაციები წარადგინეს და კომისიის წევრთა კითხვებს უპასუხეს. გასაუბრების შედეგად კომისიის ყველაზე მეტი, 9 წევრის მხარდაჭერა ორმა კანდიდატმა _ ია მამალაძემ და ნინია კაკაბაძემ მიიღო. კომისიის ცხრა წევრიდან 7-7-ის მხარდაჭერა მოიპოვეს იზაბელა ოსიპოვამ, დონარა შონავამ, ზვიად დევდარიანმა, ბესო ლილუაშვილმა; ზაზა შათირიშვილმა 6 ხმა მიიღო, კომისიის 6-მა წევრმა დაუჭირა მხარი ბაბუცა პატარაიასაც; მალხაზ ასლამაზაშვილს, ხატია ყურაშვილს, ნათია სირაბიძესა და ნათია კობერიძეს კომისიის 5-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
სამეურვეო საბჭოს კანდიდათა მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს დავით კორახაშვილმა და ვლადიმერ ბოჟაძემ.
პროცედურის თანახმად, 12 კანდიდატიდან, საბოლოოდ, პარლამენტი მაუწყებლის ოთხ მეურვეს აირჩევს.
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განახლება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უფლებამოსილების ბოლო ეტაპზე გადავიდნენ გრიგოლ გოგელია, მარინა მუსხელიშვილი და გიორგი კოხრეიძე. ხოლო სამეურვეო საბჭოდან საკუთარი სურვილით წავიდა საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე.