“ომეგა ჯგუფის” საქმის სკანდალური გაგრძელება _ ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ მას ბიძინა ივანიშვილი ტელე “იმედის” ეთერით განცხადების გაკეთებას სთხოვა, სადაც იტყოდა, რომ კომპრომატები, რომელიც გამოქვეყნდა ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით დადგმული იყო და მას ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.
ამ ყველაფერს კი ზაზა ოქუაშვილის განცხადებით წინ უძღოდა ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები, რომ შექმნილიყო მათ შორის პოზიტიური განწყობა.
“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის განცხადებით, მას შემდეგ რაც სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “ომეგა ჯგუფი” აქციზებს მიიღებდა, აქციზური მარკების სამსახურმა, გადახდილი ფულის სანაცვლოდ აქციზები გასცა, “ქართუ ბანკმა” კი კრედიტის სახით კომპანიას 8 მილიონი ლარი გამოუყო.
ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ „ომეგა ჯგუფს“ ჰქონოდა პოზიტიური განწყობა და სწორედ ამას მოჰყვა ის დავალებები, რომელიც შემდგომ მას უნდა შეესრულებინა.
რაც შეეხება რესტრუქტურიზაციას, მისი თქმით, რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კომპანიამ ბიუჯეტში 10 მილიონი უნდა გადაიხადოს, ხელი ამ დრომდე არ მოწერია.
ოქუაშვილის თქმით, მიზეზი, სავარაუდოდ, სწორედ ის ყალბი ინტერვიუა, რომელიც “იმედის” ეთერში წინასაარჩევნოდ უნდა გასულიყო და არ გავიდა.
ვრცალ იხილეთ:rustavi2.ge