BBC-ის ინფორმაციით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დაწყებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველაფერი გააკეთოს უკრაინაში ომის დასასრულებლად.
გუტერეში – რომელიც ასევე შეხვდება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დღეს – ამბობს, რომ სურს დაეხმაროს დიალოგის, ცეცხლის შეწყვეტის და საბოლოოდ მშვიდობის პირობების შექმნას.
“ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, რაც შეიძლება მალე”, _ ამბობს ის.
მისი თქმითვე, პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეყანაში ადამიანთა ტანჯვის მინიმუმამდე შემცირება.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.