ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 51 შემთხვევაა გამოვლენილი – ამის შესახებ “პირველ არხს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოვლენილი 51 – დან, ხუთი პირი 18 წლამდე ასაკისაა, ხოლო ერთ-ერთი სამი წლის ბავშვია.
გამყრელიძის თქმით, ბავშვი ამ დრომდე უსიმპტომოა.
ომიკრონის შტამი პირველად საქართველოში 20 დეკემბერს დადასტურდა.