ომიკრონით ინფიცირებულ ადამიანების ორ მესამედს კოვიდ-19 უკვე გადატანილი ჰქონდა_ ამის შესახებ ლონდონის იმპერიული კოლეჯის კვლევაშია ნათქვამი.
როგორც ცნობილია, კოლეჯმა 100 000-ზე მეტ ადამიანს კითხვებზე პასუხების გაცემა სთხოვა, რის შემდეგაც აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ომიკრონი უფრო მეტად აინფიცირებს იმ ადამიანებს, ვინც კოვიდ-19 გადაიტანა, ვიდრე კორონავირუსის სხვა შტამი.
დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ყველა შემთხვევის 11 პროცენტი იყო ხელახალი ინფიცირება, მაგრამ ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ჭეშმარიტი მაჩვენებელი შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს.