უკრაინაში ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ შესაძლოა რუსეთის მოქალაქეების დაკავების ორდერი მოითხოვოს, – ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ავრცელებს.
როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ორი საქმის აღძვრას გეგმავს. როგორც გამოცემა წერს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ ომის დანაშაულების საქმეებს გახსნის
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საქმეები რუსეთს უკრაინელი ბავშვების გატაცებაში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ თავდასხმაში დაადანაშაულებს.
ამ ეტაპზე უცნობია, რომელი რუსი პირების წინააღმდეგ მოითხოვს პროკურორი ორდერის გაცემას, თუმცა, როგორც NY Times წერს, რომ არ არის გამორიცხული ბრალი რუსეთის პრეზიდენტსაც წარუდგინონ, რადგან საერთაშორისო სასამართლო არ ცნობს ქვეყნის პრეზიდენტის იმუნიტეტს, თუ ბრალდება ომის დანაშაულებს, გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ეხება.
,,საქმეები წარმოადგენს პირველ საერთაშორისო ბრალდებას, რომელიც წამოყენებულია კონფლიქტის დაწყების შემდეგ და სპეციალური საგამოძიებო ჯგუფების თვიანი მუშაობის შემდეგ. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთმა გაიტაცა უკრაინელი ბავშვები და მოზარდები და გაგზავნა ისინი რუსეთის ხელახალი განათლების ბანაკებში და კრემლმა მიზანმიმართულად დაუმიზნა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას,“ – წერს გამოცემა.
მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა, ჯერ უნდა წარუდგინოს თავისი ბრალდება წინასწარი დაკავების მოსამართლეთა კოლეგიას, რომელიც გადაწყვეტს, დაკმაყოფილებულია თუ არა დაკავების ორდერის გაცემის კანონიერი სტანდარტები, სჭირდება თუ არა გამომძიებლებს მეტი მტკიცებულება.
ავტორი