16 აპრილის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 200 ბავშვია დაღუპული, 300 კი დაჭრილი. ამის შესახებ ინფორმაციას ukrinform ვერხოვნა რადას კომისარის ადამიანის უფლებათა საკითხებში,განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი სიტყვებით, ახლა შეუძლებელია ბავშვებში მსხვერპლის ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრა, რადგან რუსეთის ჯარები უკრაინულ ქალაქებში აქტიურ საომარ მოქმედებებს ატარებენ.