დნეპრი მასობრივად იბობმება აგრესორების მხრიდან.
დნეპრის ბავშვთა საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ჩვილი ბავშვები შენობის ქვედა სართულზე, იმპროვიზირებულ თავშესაფარში გადაიყვანეს _ ვიდეო ამის შესახებ The New York Times ავრცელებს.
10 ახალშობილი საავადმყოფოს სარდაფში არიან მოთავსებულები. ვიდეოში ჩანს, როგორ უვლიან ჩვილებს მედდები და გაბერილი ტომრებიდან ასუნთქებენ ჰაერს.
ბავშვები, რომელთა ასაკი რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდეა, სახელდახელო საწოლებზე წვანან და ყველა კარგად იქცევა _ არც ერთი მათგანი არ ტირის.