დღის განმავლობაში “გურია ნიუსს” უამრავი წერილი შემოუვიდა. მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. ამჯერად დახმარება ბასილეთი-ქვენობნის საზღვარზე მცხოვრებ კალანდაძეების ოჯახს სჭირდება.
როგორც კალანდაძეების მეზობელი გვიყვება, ოჯახში ონკოპაციენტია, რომელიც სპეციალურ მედიკამენტებს იღებს. ამ დროისთვის კი ავადმყოფი ნატო კალანდაძე მედიკამენტის გარეშეა დარჩენილი. ოჯახს სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროება.
მეზობლების ინფორმაციით, ავადმყოფი გადასაყვანია კლინიკაში, სოფელში კი გზა გაწმენდილი არაა.