საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა, 23 წლის, გიორგი კვესელაძემ ინგლისურ გლოსტერთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია, სულ ცოტახნის წინ, ინგლისური გუნდის ოფიციალურმა გვერდმა (gloucesterrugby.co.uk) გამოაქვეყნა. კვესელაძე პირველი ქართველი უკანახაზელი იქნება ვინც ინგლისურ პრემიერშიპში ითამაშებს.
„გლოსთერი“ ერთ-ერთი უძველესი ინგლისური კლუბია, რომელიც 1873 წელს დაარსდა, ხოლო 1891 წლიდან საშინაო თამაშებს “კინგსჰოლმ სთედიუმზე” ატარებს, სადაც 2015 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებსაც უთამაშიათ. გლოსტერელები ხუთჯერ დაეუფლნენ ინგლისის პრემიერ მინისტრის ვერცხლის მედლებს და ორჯერ გახდნენ ჩელენჯ ქაფის გამარჯვებულები.
წლევანდელ სეზონში გუნდმა ჯერ მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა, 1 მოიგო, ხოლო 2 დათმო და 5 ქულით 12 გუნდიან პრემიერში მე-9 ადგილზე იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ახალი დაწყებულია “გლოსტერში” დიდი საკადრო ცვლილებები დაიწყო და ეს პროცესი ახლაც გრძელდება, ცოტახნის წინ დადასტურდა, რომ გუნდს ტოვებს ერთ-ერთი ლიდერი დანი სიპრიანი, მის ნაცვლად კი კლუბმა შოტლანდიელი მგეზავი ადამ ჰესტინგსი დაიმატა.