პროდასავლური ოპოზიცია სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიემართება – მსვლელობა ამ წუთებში მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.
აქციის ორგანიზატორი სამი მსხვილი გაერთიანებაა – “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” და “ძლიერი საქართველო”. ოპოზიციური გაერთიანებების ლიდერები და აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” მიერ მოპარულ, გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
“…ერთმანეთს ვენდობით, ერთმანეთს მივყვებით, ამ პროცესს არ ეყოლება ლიდერი გარდა ხალხისა. მაგრამ პოლიტიკოსები ვიქნებით ავანგარდში ბრძოლისა, იმიტომ რომ განსაკუთრებით გვაკისრია პასუხისმგებლობა უფრო მეტი, ვიდრე შეიძლება სხვა ადამიანებს…. საპროტესტო მოძრაობა არის დაწყებული და გაგრძელდება მანამ, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული… შევიკრიბებით ყოველ დღე”, – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.