მას შემდეგ, რაც მთავარი არხის ეთერში ეგზიტპოლის შედეგები დაიდო, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ მას არანაირი თანამდებობა არ აინტერესებს. მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ სპექტრს გამარჯვება მიულოცა და ერთიანობისკენ მოუწოდა.
„დღეს ისტორიული დღეა, ოპოზიციამ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ცენტრი მოიგო, რაც მნიშვნელოვანი ტრიუმფია. ვაცხადებ, რომ არ მივისწრაფვი არც ერთი თანამდებობისკენ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსესური პიროვნებები და ეროვნული ერთიანობის მთავრობა ჩამოვაყალიბოთ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ“, _ თქვა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მას საქართველოში არანაირი თანამდებობა არ აინტერესებს.