ბოდბელი ეპისკოპოსი ვარაუდობს, რომ ოპოზიციას აქციაზე რეგიონებიდან ხალხი ჩამოჰყავს და სანაცვლოდ მათ ფულს უხდიან. ამის საფუძვლად მეუფე იაკობს აქციის მიმდინარეობისას, იქ მისული ადამიანების ნათქვამი მოჰყავს.
„სამარცხვინო რაღაცებია. გავიაროთ რუსთაველზე, თბილისელები არიან თუ კონკრეტული რაიონებიდან ჩამოყვანილები, ხომ ვიცით როგორ ჩამოჰყავთ ხალხი?! ახლა, რომ ვთქვა ფულს უხდიან ამდენ და ამდენსო დაიწყებენ არა, არ ვაკეთებთო.
მიტინგებზე პარტიებს როგორ დაყავთ ხალხი ვიცი თუ არ ვიცი?! სამთავრობო რესურსი მაგათ არ აქვთ დაავალონ და ჩამოვიდნენ. გადით, გაიარეთ, საუბარს მოუსმინეთ და მიხვდებით მაგის თქმა შემიძლია, ვარაუდი გამოვთქვა თუ არა მასეთი“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა, ხირსის მონასტრეში წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ.