ფრაქცია „ძალა ერთობაშია“ ბოიკოტის რეჟიმში გადადის და ლანჩხუთის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს სხდომებზე დასწრებას არ გეგმავს.
აღნიშნულის თაობაზე განცხადება ფრაქციის ლიდერმა, ლელა ჩახვაძემ გააკეთა საკრებულოს მორიგი სხდომის მიმდინარეობისას, რის შემდეგაც ფრაქციის წევრებმა სხდომათა დარბაზი დემარშით დატოვეს.
„სანამ ქვეყანაში არ იქნება პოლიტიკური სტაბილიზაცია, სანამ „ქართული ოცნება“ არ შეასრულებს გაცემულ დანაპირებს და არ მივიღებთ პროპორციულ არჩევნებს, მანამ ჩვენი ფრაქცია ტოვებს საკრებულოს მუშაობას და გადადის ბოიკოტის რეჟიმში“,_ აღნიშნა ლელა ჩახვაძემ თავის გამოსვლაში.
მეამბოხე დეპუტატები კოლეგებმა დარბაზიდან ტაშით გააცილეს.