ქართული ოპოზიციური სპექტრის წინასაარჩევნო დაჯგუფების საკითხი კვლავ ღია რჩება. ევროპაში მიღწეული შეთანხმების შესრულების ვადა ამოიწურა – გარკვეული კონფიგურაციებიც უკვე არსებობს, მაგრამ პოზიციები საბოლოო არ არის.
ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის და ახალი სახეების პრეზენტაცია გამართა, სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი კონსულტაციები გრძელდება.
პარტიის ყრილობაზე ენმ-მ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” დააფუძნა. პლატფორმის წევრები ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ წარადგინა:
- გია ჯაფარიძე
- თამარ კორძაია
- სოფო ჯაფარიძე
- ლაშა ბაქრაძე
- არმაზ ახვლედიანი
- გიორგი ვაშაძე
- ირაკლი ფავლენიშვილი
საარჩევნო ნომერი – 5 იქნება.
ბოკუჩავამ პლატფორმის წევრების წარდგენამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლა არა დანაწევრების, არამედ ერთიანობის დროა.