ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები სააპელაციო სასამართლოდან მსვლელობით სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან.
ისინი სკანდირებენ – „სად მივდივართ, ევროპაში“. მათთან ერთად იმყოფებიან ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, საბა ბუაძე და სხვები.
ოპოზიციის ლიდერები დღეს სააპელაციო სასამართლოსთან იმყოფებოდნენ. გუშინ აქციის გამართვა სპორტის სასახლესთან დაანონსდა, თუმცა დღეს ოპოზიციამ გადაწყვეტილება შეცვლა. ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ გეგმა თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიცვალა. მათი თქმით, აუცილებელი იყო სააპელაციო სასამართლოსგან მოეთხოვათ სამართლიანი განხილვები. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში დღეისთვის ჩანიშნული სარჩელების განხილვა გადაიდო.