„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ნაწილთან ერთად დედაქალაქის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს.
კანდიდატების წარდგენა 21:00 საათზე მედიის წარმომადგენლების დასწრების გარეშე გაიმართება.
,,ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დამატებით განცხადებას მედიისთვის, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია 24 ივლისს გააკეთებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება, ხოლო დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი _ ელენე ხოშტარია.
ავტორი: მერაბ ცაავა