ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის 60/38 საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გელა ხომერიკი გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაცია ამავე უბნის თავმჯდომარემ, ლია გოთუამ დაგვიდასტურა.
„შემოვიდა უბანზე და საარჩევნო პროცესზე ჩატარებაში ხელს გვიშლიდა. ყვიროდა და უნდოდა რეგისტრატორების მაგიდები უფრო წინ გამოგვეტანა. ყველაფერი კარგად არის გადანაწილებული უბნებზე და ტყუილად რატომ ყვიროდა ვერ გავიგე. აქედან გამომდინარე მოხდა მისი გაძევება უბნიდან. დაიწერა შესაბამისი განცხადება,“ – გვითხრა ლია გოთუამ.
გელა ხომერიკის უბნიდან გაძევების ფაქტს მხოლოდ ერთმა კომისიის წევრმა არ მისცა ხმა.
ავტორი