კომიტეტების სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უცხოური გავლენების აგენტების შესახებ კანონი
“სხდომა არ ჩატარდება. წადით ახლა სახლში! ბებიაჩემი იყო ხალხის მტრის შვილად გამოცხადებული შენნაირებისგან, ჩემი დიდი ბაბუა გამოაცხადეს აგენტად და ბებიაჩემი იყო აგენტების შვილი, შენნაირებისგან”, – უთხრა სალომე სამადაშვილმა “ხალხის ძალის” მხარდამჭერებს.
პარლამენტის შიგნითაც და გარეთაც აქცია იმართება. დარბაზში არ შეუშვეს არასამთავრობოებისა და მედიების წარმომადგენლები, თუმცა “ოცნების” პროპაგანდისტები და “ხალხის ძალის” მხარდამჭერები კი. მოგვიანებით შიგნით ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე შეკრებილები სკანდირებენ “მონებო”, “მოღალატეებო”, “არა რუსულ კანონს”. პარლამენტის საიტზე გათიშულია სიგნალი, რომლითაც დარბაზში მიმდინარე მოვლენები უნდა გადაიცემოდეს. “ქართული ოცნება” აპირებს, რომ ინიცირებულ კანონს მხარი დაუჭიროს პირველი მოსმენით.
წყარო: მთავარი არხი