ოზურგეთში, #4 საარჩევნო უბანზე, 12 საათისთვის, უკვე 206 ამომრჩეველი მივიდა.
_ისეთი სიმშვიდე და წესრიგია, ჯერჯერობით, მსგავსიც არ მინახავს. როგორც არასდროს, ისე კმაყოფილი ვარ. ნეტა, ბოლომდე ასე იყოს, _ გვითხრა „ლელოს“ წარმომადგენელმა, დამკვირვებელმა ნანა ბარამიძემ.
მარიამ ჩხაიძე, დამკვირვებელი: მე პარტია „ახალის“ წარმომადგენელი ვარ. ყველაფერი მშვიდად მიდის. ხალხი მოდის, აკეთებს არჩევანს..ძალიან კაყოფილი ვარ.
„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი სალომე ბარამიძე ამბობს, რომ დილიდან აქ არის და ამ დომდე ყველაფერი კარგად მიდის. არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია.
მანანა ინწკირველი, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ამ დრომდე ყველაფერი მშვიდობიანად ხდება. იყო შემთხვევა, უბანი შეეშალათ. მეტი არაფერი. ასევე უბანზე იყვნენ უცხოელი დამკვირვებლები. ამ დრომდე ხალხიც კარგად მოდის და რაც მთავარია, სიმშვიდეა.
ავტორი