https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ოპტიმისტი ვარ – ცხოვრებას იმედის თვალით ვუყურებ“

9:25; 26.02.2023
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი წერილის გმირი შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერია, რომელმაც ცოტა ხნის წინ პროფესიული კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

„მხიარულ როჯერს“ საქართველოში არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავს. დღეს მსოფლიო სპორტის ლეგენდა საკუთარ საჩოგბურთო ბიოგრაფიას თავად გაიხსენებს.

“ბავშვობიდანვე მინდოდა, რომ კარგი ჩოგბურთელი გავმხდარიყავი. როცა პროტურში ჩავერთე, მხოლოდ პირველობა მსურდა. სანამ კორტზე ვარ, ერთადერთი მიზანი მექნება – ვიყო ნომერ პირველი! როცა კარიერას დავასრულებ, მინდა ვთქვა: „რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე” და ამ სიტყვების სიმართლეში ბოლომდე დარწმუნებული ვიყო.

ოპტიმისტი ვარ – ცხოვრებას იმედის თვალით ვუყურებ. ვთვლი, რომ ყველა ცვლილებას, რაც ჩემს თავს ხდება, მხოლოდ უკეთესობა მოაქვს. რაც შეეხება კარიერას, მიმაჩნია, რომ ვარ ადამიანი, ვისაც „უყვარს მოგება” და არა მოთამაშე, ვინც „წაგებას ვერ იტანს”. მარცხი სპორტის თანამდევია და ვიცი, რომ ერთი, თუნდაც მნიშვნელოვანი ფინალის წაგება ხელს ვერ შემიშლის.

ძალიან ძნელია წლიდან წლამდე ფორმაში ყოფნა, რეჟიმის დაცვა, კორტზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გასვლა, მუდმივად პირველობისთვის ბრძოლა, არნახული ზეწოლის გაძლება, მაგრამ… იცით, რომ არა ჩოგბურთი, ვერ ვნახავდი უამრავ ქვეყანას, არ მექნებოდა იმდენის საშუალება, რაც ამ თამაშმა მომცა, ასე რომ, წუწუნი უადგილოა. თანაც, ჩემი საქმე მეუღლეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს, მშობლები და მეგობრები ბედნიერნი არიან და თანაც, ხომ ყველამ ვიცით, რომ ასე 70 წლამდე არ ვიცხოვრებ!

სანამ სიდნეიში შევხვდებოდი, მირკას სხვადასხვა ტურნირებიდან ვიცნობდი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ახლოს ვიყავით. ჩვენ იქ, ოლიმპიურ სოფელში დავახლოვდით და ბოლო დღეს, როცა დავემშვიდობე და ვაკოცე, ვიგრძენი, რომ ჩვენი ურთიერთობა ასე არ უნდა დასრულებულიყო. მიხარია, რომ ის გაგრძელდა და დღეს ჩვენ ერთად ვართ.

მე და მირკას ბევრი რამ გვაერთიანებს, საერთო ინტერესები გვაქვს და ვგრძნობთ, რომ ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ. მასთან ყველა თემაზე შემიძლია ძალიან დიდხანს საუბარი და ეს სიამოვნებას მანიჭებს – კარგად ვისვენებ. ჩემთვის ის მხოლოდ მეუღლე არ არის, მირკა ისეთი მეგობარია, როგორიც ყველას უნდა ჰყავდეს.

ყოველ დილით ძალიან კარგ ხასიათზე ვიღვიძებ და რომ ვფიქრობ რატომ, პასუხი ერთია – ცხოვრება მიხარია! კორტს მიღმა ყოველთვის მხიარული ვარ და სიმართლე გითხრათ, ჩვენი ურთიერთობის პირველ წლებში მირკას ეს ძალიან უკვირდა.

როცა კორტზე ვარ, ვცდილობ მარცხმა წყობიდან არ გამომიყვანოს. კარიერის დასაწყისში ერთი-ორჯერ ჩოგანი მოვისროლე, ბურთს ფეხი დავარტყი, მაგრამ კარგა ხანია ასეთი რამ აღარ დამმართნია. დღეს ვარჯიშისას უფრო ვღიზიანდები, ვიდრე კორტზე… არ მოგატყუებთ – არ მიყვარს, როცა მოთამაშე კორტზეა და ცუდი დარტყმის და აცილებული ბურთის გამო ღიზიანდება.

ადრე ვცდილობდი რთული კომბინაციებით მეთამაშა, მაგრამ ახლა ასეთ რამეს ძალიან იშვიათად ვაკეთებ – მარტივად თამაშს არაფერი სჯობს. რაც მთავარია, შედეგიანია. ისე, განვლილ წლებს რომ ვიხსენებ, ვხვდები, რომ როგორც მოთამაშემ ძალიან დიდი ცვლილება განვიცადე. სხვებისთვის ეს, ალბათ, შეუმჩნეველია.

ყველაზე ძალიან პირველ წრეში ვნერვიულობ – სტარტზევე მარცხი ჩემთვის ტრაგედიაა. ფინალისკენ ყველაფერი იცვლება – ბოლო მატჩებში ვცდილობ საუკეთესოდ ვითამაშო და უმეტეს შემთხვევაში ეს გამომდის კიდეც.

ბევრს ჰგონია, რომ ძალიან იოლია ამდენი ტურნირის მოგება. იოლად არაფერი მოდის. უიმბლდონის პირველად მოგებამდე წლების მანძილზე დღეში თითქმის 8-10 საათი ვვარჯიშობდი. არ დაიჯეროთ თუ ვინმე იტყვის, რომ იოლად გაიმარჯვა. ეს ძალიან დიდი სიცრუეა!

პიტერ კარტერის დაღუპვამ (შვეიცარიის ნაკრების კაპიტანი, როჯერის მწვრთნელი და მეგობარი) თითქოს გამომაფხიზლა: მივხვდი, რომ ყველაფერი ძალიან მალე შეიძლება დასრულდეს და თუ რაიმეს გაკეთება მსურს, სამომავლოდ არ უნდა გადავდო. „ხვალ” შეიძლება აღარ დადგეს.

უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობაზე თავიდანვე ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ როლან გაროზე ყოველთვის მიჭირდა. ისე, პირველი უაილდქარდი სწორედ საფრანგეთში მივიღე და პირველ წრეში პატრიკ რაფტერთან დავმარცხდი. ის მატჩი, წაგების მიუხედავად, მაინც კარგად მაგონდება.

უიმბლდონი ჩემთვის ყოველთვის ნომერ პირველ ტურნირად დარჩება.

პოპულარობა? შვეიცარიაში ვცხოვრობ და ეს არ მაწუხებს. ჩვენთან პაპარაცები თითქმის არ არიან და ეს მხოლოდ მიხარია. ისე, ისინი არც სხვა ქვეყნებში მაწუხებენ. როგორც ჩანს, არ ვარ ნიუსმეიქერი – ღამის კლუბებში არ დავდივარ და თუ რომელიმე საღამოზე მეპატიჟებიან, მხოლოდ მეუღლესთან ერთად. ასეთი ცხოვრება მსიამოვნებს, პაპარაცებს კი, ალბათ, არა.

როცა ჟურნალ-გაზეთებს ვკითხულობდი და მაკრიტიკებდნენ, ძალიან ვღიზიანდებოდი, ქება კი პირიქით, მსიამოვნებდა. მერე მივხვდი, რომ პრესა უარყოფითად მოქმედებდა ჩემზე და საერთოდ შევეშვი კითხვას. ჩოგბურთზე უამრავი ჟურნალისტი წერს, მაგრამ კარგად – რამდენიმე.

როცა ახალგაზრდა ვიყავი, სხვანაირად ვთამაშობდი – ძლიერი მოწოდება, ბადესთან გასვლა – ეს იყო ჩემი სტილი. ასე თამაშობდნენ ჩემი კერპები ედბერგი, ბეკერი და სამპრასი. მაგრამ თანდათანობით მივხვდი, რომ ჩოგნების ახალ თაობასთან ერთად ჩოგბურთიც შეიცვალა – ადვილი გახდა მიღებაზე თამაში, რაც შემტევ სტილს ვერ ესადაგებოდა.

ყოველთვის ვამბობდი, რომ იღბალი საჭირო რამაა. როგორც კარტში, აქაც უნდა გაგიმართლოს, მაგრამ მეორეს მხრივ, შენც უნდა იშრომო და იღბალს უბიძგო, რომ შენსკენ გადმოიხაროს.

რა თქმა უნდა, ძალიან მსიამოვნებს კარგი საბანკო ანგარიში რომ მაქვს, მაგრამ კარიერის დასაწყისში ამაზე არც მიფიქრია – მხოლოდ ტიტულები მსურდა. ისე, პროტურში პირველივე მატჩის წაგების მიუხედავად რამდენიმე ათასი დოლარი რომ ჩამირიცხეს, ჩემთვის ეს საოცრება იყო!

ბევრს გაუკვირდა ნადალთან მარცხის შემდეგ რომ ვიტირე, მაგრამ ყოველთვის ასეა, როცა ვაგებ. 5 წლის ვიყავი, წაგების გამო პირველად რომ ვიტირე.

ახალგაზრდების მხრიდან გამოწვევა ძალიან მსიამოვნებს. ახლა ჩემთვის ეს, ალბათ, უმთავრესი მოტივაციაა.

ვერ ვიტყვი, რომ არ მინდა ჩემი გოგონები ჩოგბურთელები გახდნენ, მაგრამ არაფერს დავაძალებ. ვნახოთ, სჯობს თავად გადაწყვიტონ ყველაფერი.

რა იქნება ჩოგბურთის შემდეგ? არ ვიცი, ამაზე ჯერ არ მიფიქრია. შესაძლოა სამპრასივით საჩვენებელი მატჩები გავმართო ან მწვრთნელი გავხდე, მაგრამ დღეს მხოლოდ კარიერა მაღელვებს.

როგორ ვხარჯავ გამომუშავებულ თანხას? მშობლებს ახალი სახლი ვუყიდე, ჩემთვის ალპებში დიდი მიწის ნაკვეთი შევიძინე და საკუთარი სახლი ავაგე… ძალიან მიყვარს სპორტული ავტომობილები – დროგამოშვებით თავს ამის უფლებასაც ვაძლევ… მსოფლიოს გარშემო მხოლოდ პირველი კლასით ვმოგზაურობ და კიდევ, უფრო და უფრო მომწონს იტალიელი დიზაინერების შეკერილი ტანსაცმლის შეძენა, განსაკუთრებით პრადა მიზიდავს. ფული, გარკვეულწილად, ცხოვრებას გიადვილებს.

ფეხბურთი ძალიან მიყვარს, ის ჩემთვის ნომერ მეორე სპორტია. ჩოგბურთი რომ არა, ალბათ, ფეხბურთელი ვიქნებოდი. ადრეც სიამოვნებით ვთამაშობდი ფეხბურთს და ახლაც ასეა. მშვენიერი შეგრძნებაა, როცა ათ თანაგუნდელთან ერთად გადიხარ მოედანზე და გამარჯვების სიხარულს იზიარებ. 2008 წელს, როცა შვეიცარიამ ავსტრიასთან ერთად უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს, ძალიან ამაყი ვიყავი.

საყვარელი ფეხბურთელი? ასეთი ორია: ზინედინ ზიდანი და ფრანჩესკო ტოტი.

ჩვენ, ჩოგბურთელები საკუთარი თავის პატრონები თავად ვართ, ჩვენ განვსხვავდებით ფეხბურთელებისგან, რომლებსაც არ შეუძლიათ რამდენიმე დღე შვებულება აიღონ, რათა, ვთქვათ, თხილამურებით ისრიალონ ან პლაჟზე ინებივრონ. ჩოგბურთელი თავად ირჩევს, რომელ ტურნირში მიიღოს მონაწილეობა და რომელი გამოტოვოს. შეჯიბრების რაოდენობა ფიზიკურ ფორმაზე, კარიერის გეგმებზე და ცხადია, სპონსორებზეცაა დამოკიდებული. მაგალითად, დაუშვებელია დიდი სლემის ან მასტერსის სერიის ტურნირების გამოტოვება. თუ ჯანმრთელად ვარ, ამაზე უარს არასდროს ვიტყვი.

ძალიან მინდა, რომ გულშემატკივრებს ოცდაათი წლის შემდეგაც ვახსოვდე. მინდა, რომ მათ როჯერ ფედერერი არამარტო კარგ ჩოგბურთელად მოიგონონ, არამედ როგორც ქველმოქმედად.

ძალიან სასიამოვნოა, როცა მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, სასიამოვნო ტიპი იყო.

განვიცდი თუ არა წაგებულ ფინალებს? რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე უფრო გამარჯვებებზე ვფიქრობ.“

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

როჯერ ფედერერი
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

მერაბ ჟორდანია: „გურიას” ყველა ფინანსური დავალიანება დაიფარება“

21:09; 1 დეკემბერი, 2025
სპორტი

“ბორჯღალოსნების” ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა

13:00; 30 ნოემბერი, 2025
სპორტი

“ორ წელიწადში ჩვენ, ალბათ, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ“ _ მერაბ ჟორდანია “გურიაში“ ბრუნდება

21:56; 26 ნოემბერი, 2025
სპორტი

საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდის მსოფლიოს თასზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა

19:20; 22 ნოემბერი, 2025
სპორტი

ოზურგეთელი იური ლომაძე მსოფლიო რეიტინგების ხუთეულშია!

09:41; 21 ნოემბერი, 2025

„იტალიიდან წასვლაზე არასდროს მიფიქრია“

უკრაინა ევროკავშირის და ნატოს ნაწილია - ფინეთის პრემიერი

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ეს ამძიმებს ყველაფერს” – ზურა სიხარულიძე

17:24; 6.12.2025
საზოგადოება

ჯარიმა 10 000-ლარამდეა! – კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

16:09; 6.12.2025
საზოგადოება

“დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში აქციების დროს გამოიყენებოდა, არის…” – ბრიფინგი სუს-ში

15:58; 6.12.2025
პოლიტიკა

ეუთო-ს წევრი 39 ქვეყანის განცხადება საქართველოზე

14:21; 6.12.2025
მსოფლიო

მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

13:46; 6.12.2025
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

12:05; 6.12.2025
პოლიტიკა

მორიგ უტიფარ სიცრუეს ავრცელებს “ქართული ოცნება”, სინამდვილეში პირიქითაა _ რომან გოცირიძე

11:52; 6.12.2025
საზოგადოება

„უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდებათ აბიტურიენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან“ – ინტერვიუ

11:37; 6.12.2025
საზოგადოება

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:29; 6.12.2025
საზოგადოება

2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო – კობახიძე

9:59; 6.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო