ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა გამოვლენილი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით მიიღო დღეს საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება, რომ შეზღუდოს ღონისძიებები, სხვადასხვა სახის მომსახეურობები საჯარო დაწესებულებში,სადაც მოსახურების მისაღებად ხალხის დიდი რაოდენობით თავშეყრა ხდება.
თუმცა, გარდა სახელმწიფო სტრუქტურებისა და სერვისცენტრებისა, საზოგადოების ნაწილი დიდი რაოდენობით თავს ეკლესია-მონასტრებში იყრის.
გუშინ საქართველოს საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ეკლესია-მონასტრებში ჩატარდება დეზინფექცია, რისთვისაც საპატრიარქომ სპეციალური ხსნარი შეუკვეთა. რაც შეეხება ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, ისინი ისედაც სპირტზე დამზადებული ვარდის წყლით იწმინდება.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა როდის მოხდება ეკლესია-მონასტრების დეზინფექცია გურიაში და ამ კითხვით საპატრიაქროს პრესსამსახურს, ანდრია ჯაღმაიძეს მიმართა.
”ორი დღის შემდეგ, ყველა ეპარქიას შესაძლებლობა ექნება საპატრიარქოდან წაიღოს სადეზინფექციო სითხის მათთვის საჭირო რაოდენობა“,_ გვითხრა ჯაღმაიძემ.