უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს.
„სამწუხაროდ, უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი ბიჭი, ირაკლი ქურციკიძე დაეცა. ის საარტილერიო იერიშის დროს, მაშინ დაიღუპა, როცა დაჭრილი თანამებრძოლები გამოჰყავდა, დაღუპვამდე კი 7 მებრძოლის გამოყვანა და, შესაბამისად, გადარჩენა შეძლო. როგორც მისი თანამებრძოლი და მეგობარი, ლაშა შერგელაშვილი იხსენებს, ერთი დაჭრილი თანამებრძოლი მან ზურგით, ორ კილომეტრზე ატარა – დაჭრილისა და საკუთარი თავის გასამხნევებლად, “შენ ხარ ვენახის” ღიღინით…
პროფესიონალი სამხედრო, უბადლო მეომარი, უსაზღვრო პატრიოტი – ასეთად დარჩება ირაკლი მისი მეგობრებისა და ახლობლების გულებში.
სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, მეგობრებს, ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, რომელმაც ასეთი დიდებული ბიჭი დაკარგა…
გმირები არ კვდებიან! დიდება გმირებს!“– წერს ლაშა ბერულავა.