„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ დღეებში კორონავირუსის ტესტზე ორი ოზურგეთელი შემოწმდა.
ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორი, მაია ქუტიძე, ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ნამდვილად მოხდა ორ ადამიანზე ტესტის აღება და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
„ყველა ადამიანი მოწმდება და შემოწმდება თუ რამე საეჭვო იქნება. ყველაფერი კეთდება, რომ რამე, არ გამოგვეპაროს,“_ გვითხრა ქუტიძემ.