ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ 11,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ომის კანონების დარღვევისთვის“. ამის შესახებ CNN წერს.
წინა სხდომაზე, დაკავებულმა რუსმა სამხედროებმა ალექსანდრე ბობიკინმა და ალექსანდრე ივანოვმა დანაშაული აღიარეს.
“სასამართლომ არ აღმოაჩინა იძულების მტკიცებულება. ბრალდებულებმა აღიარეს დანაშაული. სასამართლომ დაადგინა, რომ მათი ბრალეულობა სრულად დადასტურდა”, – თქვა მოსამართლემ პოლტავას ოლქის კოტელევსკის რაიონულ სასამართლოში.
ჯარისკაცებს ბრალი 24 თებერვალს რუსეთის ბელგოროდის რეგიონიდან უკრაინის ხარკოვის რეგიონის მიმართულებით „გრადის“ რაკეტების გასროლაში ედებათ.
სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული საქმის დეტალების მიხედვით, მათ ისროლეს არტილერია და დააზიანა “სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის კერძო სახლები” კაზაჩა ლოპანსა და ვეტერინრნეში, ხარკოვის რეგიონში.
ჯარისკაცები, უკრაინელმა ძალებმა ხარკოვის ოლქში დაატყვევეს, სასამართლოს მემორანდუმების მიხედვით.
ცნობისთვის, 23 მაისს, 21 წლის რუს ჯარისკაცს ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, უიარაღო მამაკაცის მკვლელობისთვის. ეს უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ პირველი ომის დანაშაულების სასამართლო პროცესი იყო.
შიშიმარინი თავს დამნაშავედ ცნო თებერვლის ბოლოს, კონფლიქტის მეოთხე დღეს 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში.
ავტორი