უნგრეთის პრემიერმინისტრი, პრორუსი ვიქტორ ორბანი, რომლიც საქართველოში პრემიერის კობახიძის მოწვევით იმყოფება, რუსთაველზე სტვენით და ძახილით: “პუტინ ხუილო!“ გააცილეს.
სავარაუდოდ, ორბანი, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სასტუმრო “მერიოტში“ იცხოვრებს. სწორედ ამ სასტუმროდან გამოვიდა ორბანი, რომელსაც რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეები სტვენით და საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ. დაცვის სამსახურმა ორბანი და მისი თანმხლები პირები სასწრაფოდ გაარიდა ტერიტორიას.
აქვე შეგახსენებთ, რომ ამავე სასტუმროში, ამ წუთებში ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.