როგორც ცნობილია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში “ორბი ჯგუფი” მშენებლობას იწყებს.
ფაქტს სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძე ეხმაურება.
“მე ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ მართლა კარგი პროექტი გამოვიდა.
რასაკვირველია, ამ პროექტის განხორციელება სერიოზულად გააძვირებს ბახმაროს, ყველა პარამეტრით, მაგრამ, ამას უკვე ვეღარ ავცდებით.
ახლა, მთავარი, რაც მაინტერესებს არის, რას აძლევს დანარჩენ ბახმაროს ინვესტორი სიმბოლურად მიღებული მიწის სანაცვლოდ. თუ ვინმემ რამე იცით დაწერეთ.
“ორბი”!!! – პირდაპირ დავწერ. თუ, ისევ “მშვიდობიან” ოკუპანტებს მიყიდით აქაც ,როგორც ბათუმში გააკეთეთ, ამას აღარ გაპატიებენ გურიაში.
მეგობრებო, თამამად და ღიად დაწერეთ რას ფიქრობთ, _ წერს ზვიად კვაჭანტირაძე.