ცოტა ხნის წინ, “ქართული ოცნების” სახელით განცხადება გააკეთა ,,ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
კალაძემ საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფაქტს აღმაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება არასწორი და დაუშვებელი იყო.
,,რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს. ბუნებრივია ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება. ჩვენ უკვე 17 საუკუნეა მართლმადიდებლური სამყაროს ღირსეული წევრები ვართ და ყველა პლატფორმას ვიყენებთ ჩვენი ინტერესების გატარებისთვის.
დაუშვებელი და არასწორი იყო საქართველოს პარლამენტში, მით უმეტეს რუსი დელეგატის სპიკერობით სხდომის ჩატარება. ჩვენ გუნდში არის სრული კონსესუსი მომხდართან დაკავშირებით. ისეც არ უნდა ვქნათ,რომ მტერს ამ სიტუაციით სარგებლობის საშუალება მივცეთ.
ორგანიზატორებს მოუწევთ და მოუბოდიშონ საზოგადოებას, გარმანტონ რა, რატომ და როგორ მოხდა.
„რაღაცეების გაპრავება რომ არ გამოვიდეს, არცერთი ვაპირებთ ამას, ირაკლი არ იმყოფება საქართველოში, როდესაც დაბრუნდება, განმარტავს ყველაფერს და ასევე ორგანიზატორი ვინც იყო, ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს ყველაფერს. როგორც განვითარდა მოვლენები ასე დაგეგმილი ნამდვილად არ იყო და ასე არ უნდა მომხდარიყო,“-განაცხადა კალაძემ.