მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველო ნომინირებულია საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ 2019 წლის პრემიაზე კატეგორიაში „წლის საუკეთესო ინიციატივა“.
გამარჯვებული გამოვლინდება ონლაინ გამოკითხვის შედეგად. ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე
ხმის მისაცემად გახსენით ბმული, მარჯვენა პირველ გრაფაში აირჩიეთ – 4/Ministry of Education, Science, Culture and Sport – Public April6 Festival, შეიყვანეთ მონაცემები და დაადასტურეთ – I VOTE.
ხმის მიცემა შესაძლებელია 12 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით. გამარჯვებულის ვინაობა 12 დეკემბერს, მონაკოში გამოცხადდება.
საქართველო წელს მეექვსედ შეუერთდა გაეროს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული. სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2 აპრილიდან საქართველომ მონაწილეობა მიიღო „თეთრი ბარათის“ – #WhiteCard-ის კამპანიაში.
6 აპრილს, ვაკის პარკში სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დღის განმავლობაში, ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში. სპორტის დღის ფარგლებში, მოეწყო სპორტული ავტომობილების გამოფენა. ღონისძიება, რომლის დევიზი იყო „სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით ჩატარდა.