სულ ცოტა ხნის წინ დამთავრდა ოზურგეთში “კალანდა 2025”. ღონისძიებას შალვა პაპუაშვილი და სხვა პარლამენტარები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ესწრებოდნენ. შალვა პაპუაშვილმა თოფიც ისროლა. ღონისძიება კი საზეიმოდ, ფოერვერკით დასრულდა.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში ოზურგეთელები გამოეხმაურნენ. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს და საზოგადოების ნაწილს, ვინც ზეიმით და ხმაურიანად აღნიშნა კალანდა, შეახსენებდნენ, რომ ოზურგეთში ორი ახალგაზრდაა გარდაცვლილი.
“რა გეზეიმებოდათ, ხალხო. რა დროს დღესასწაულის მოწყობა იყო, ორი ბავშვია გარდაცვლილი ამ პატარა ოზურგეთში. ორი ანგელოზი გვყავს დასატირებელი, ორ დედას უდუღს გული. რა დროს აგუნას გადაძახილი და თოფის სროლაა, რა დროს ფეიერვერკებია!!!!”
“პირველად შემრცხვა დღეს ოზურგეთელი რომ ვარ, ხალხნო, ნეტა რამე დაშავდებოდა დღეს ფეიერვეკი არ გესროლათ”
“ნამდვილად სწორი შენიშვნაა,ორი ახალგაზრდა სიცოცხლე ჩაქრა ოზურგეთში ერთ დღეს, დამწუხრებული და დადუმებულია ყველა, სოლიდარობა რატომ არ იციან , ღმერთო?”