საბადურის ტყეში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“ფორმულას” ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.