ამ წუთებში ხმაურია რუსთაველის გამზირზე _ პოლიციამ აქციის მონაწილე რამდენიმე პირი დააკავა.
აქციის მონაწილე სასულიერო პირების თქმით, ახალგაზრდები ტყუილად დააკავეს და მათ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენიათ:
_ ორი დღე გაგინებდნენ! ისინი არ დააკავეთ და ამათთან რა გინდათ, რა დაგიშავეს?! _ მიმართა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა სამართალდამცავებს.
_ ლგბტ თემს იცავთ, იმათი უფლებებიო, იძახით და ჩვენი უფლებები, ვინც ქართველობას, ოჯახს და ტრადიციებს ვიცავთ, არ გადარდებთ, _ მიმართავენ აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს.