ორი დღეც და არასტაბილური ამინდი თავის ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდება, შემდეგ კი 28 გრადუსამდე დათბება…
დღეს და ხვალ საქართველოში დასავლეთში ზოგან, აღმოსავლეთში კი ყველგან კვლავ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით, ტემპერატურა +20, +22 გრადუსს შორის იმერყევებს.
7 მაისიდან კი გაზაფხულს მაქსიმალურად შევიგრძნობთ, ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებით, კვირის ბოლოს საქართველოში თითქმის ყველგან ტემპერატურა +25 გრადუსზე მაღალი იქნება, მოსალოდნელია მზიანი დღეები.
გისურვებთ მშვიდობას.
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე































































