უბედური შემთხვევა გორში – ქვახვრელის ადმინისტრაციულ ერთეულში, მაშველები მდინარე მტკვარში 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა, დიმიტრი მირზაშვილმა დაუდასტურა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ორი ძმა მდინარე მტკვარში საცურაოდ შევიდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ძლიერმა დინებამ გაიტაცა.