ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ლაითურიდან დაბა ურეკის მიმართულებით ორი ძირძველი მაგნოლიის გადატანის პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
დაბა ლაითურში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე დიანა ბიბილეიშვილი ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ლაითურიდან ნამდვილად გაიტანეს ორი მაგნოლიის ხე, თუმცა, სხვა დეტალებზე ჩვენთან საუბარი არ მოისურვა.
“ერთ საათში დამირეკეთ და გიპასუხებთ. საქმეები მაქვს”, _ გვითხრა ბიბილეიშვილმა, ამ კომენტარის შემდეგ კი ჩვენ ზარებს აღარ უპასუხა.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მაგნოლიების ახალი ადგილი ურეკი იქნება.
თინათინ კიღურაძის ფოტო