https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი

11:02; 12.02.2018
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამ ოჯახის ისტორია უკიდურესი გაჭირვების და დიდი მადლის ისტორიაა _ ნახევრად მშიერი ორი ობოლი ბავშვის ბებია,  პოულობს ძალას და გარდაცვლილი ქმრის მეორე ცოლსაც უვლის, რომელიც დავარდნილია.

უსახური კედლები, ჩამონგრეული ჭერი, ჩამპალი იატაკი, რომელზეც ძალიან ფრთხილად უნდა იარო, ფეხქვეშ რომ არ ჩაგენგრეს… ერთი მაგიდა, ოთხი საწოლი ერთ ოთახში, რომელიც, ამავდროულად, სასადილოცაა… აქვეა უკარო კარადა, რომელზეც პატარა ტელევიზორი დევს და ერთი, პირობითად, სკამი _ ესაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები კალანდაძეების ოჯახის  მთელი ავლადიდება. ოჯახის, სადაც ორ ობოლს ბებია ზრდის და რომლის კიდევ ერთი წევრი, ინსულტგადანატანი, უნარშეზღუდული ქალბატონია.

ოჯახის დიასახლისის, ქალბატონი ნარგიზა შავაძის თქმით, მათი ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელსაც ოჯახის მხოლოდ სამი წევრი _ ბავშვები და ავადმყოფი ბებია იღებენ. დახმარება მასაც რომ მიეღო, სოციალურ სააგენტოში უნდა შეეტანა განცხადება ოჯახის წევრის ცვლილების შესახებ. მისი თქმით კი, ეს იმიტომ არ გააკეთა, რომ პროცედურა გარკვეული ვადით დახმარების შეჩერებას იწვევს.

„მეორე წელია, რაც ჩემი საწყალი შვილი გარდაიცვალა და დამიობლდნენ ბავშვები. მას შემდეგ ჩამოვედი აქ საცხოვრებლად. ვუვლი ჩემს ორ ობოლ შვილიშვილს და დასამალი არაფერი მაქვს, ჩემი ქმრის მეორე ცოლს, რომელმაც ინსულტი გადაიტანა. მას მოძრაობის და მეტყველების უნარი შეზღუდული აქვს და მუდმივად წამლების მიღება ესაჭიროება. მართალია, პენსიონერია, მაგრამ, როდესაც ცუდად გახდა, მკურნალობის ჩასატარებლად გრძელვადიანი საპენსიო სესხი აიღეს და კიდევ დიდხანს ვერ მიიღებს სრულყოფილ პენსიას. ჩვენი შემოსავალი კი მხოლოდ ამათი სოციალური დახმარებაა. მე ჯერ საპენსიო ასაკი არ მაქვს. ვერც სოციალურ სააგენტოს მივმართე, რომ მეც დამნიშვნოდა დახმარება, რადგან, როგორც მითხრეს, ასეთ დროს, რამდენიმე ხნით შეგვიწყდებოდა დახმარება და მერე რა ვქნა… არ იფიქროს ვინმემ, შრომა მეზარება და ვმათხოვრობ _ რაც შეიძლება მოიყვანოს ამ ეზოში ადამიანმა, ყველაფერი მოგვყავს, მაგრამ ამ პატარა ნაკვეთზე იმდენი რა უნდა მოიწიო, რომ მთელი წლის განმავლობაში გეყოს?! ეზოდან კი ავადმყოფი მოხუცის გამო ვერ გადავდივარ, რადგან ყოველ წუთს ყურადღება სჭირდება“, _ ამბობს  ქალბატონი ნარგიზი და ოჯახის მძიმე სოციალური ყოფის შესახებ გვიამბობს.

„თქვენც ხედავთ, როგორ მდგომარეობაშია სახლი. ვიყავი მუნიციპალიტეტის გამგეობაში, დავწერე განცხადება და გამომიყვეს სახურავისთვის თუნუქი, თუმცა, მითხრეს, რომ „ხეობა“ არ იყო გათვალისწინებული. უმადურობას კი არ ვიჩენ,  მადლობელი ვარ ამისთვის, მაგრამ მარტო თუნუქი რად მინდა, სად წავიღო, რას დავაფარო, რამ დაიმაგროს? _ ცრემლებს ვერ იკავებს შვილმკვდარი დედა.

„უნდა ნახოთ, წვიმის დროს რა მდგომარეობაა სახლში. როგორც გარეთ, ისე წვიმს შიგნითაც. მძინარე ბავშვები და ავადმყოფი მისველდებიან. ვიღაცას შეიძლება გაეცინოს კიდეც და თქვას, რომ რაში მევალება მე ამ მოხუცებულის მოვლა, მაგრამ ასე არ არის: როდესაც ჩემი საწყალი შვილი ქმარს გაშორდა, თავისი ორი ბავშვით აქ მოვიდა. ეს ქალბატონი თან ჰყვებოდა მათ, სანამ შეეძლო. ჩემი შვილი გარდაცვალებამდე, ბავშვები რომ გამოეკვება, ხან ყანაში მუშაობდა, ხან _ სად. თითქმის სულ გასული იყო სახლიდან. ამ ბავშვებს კი ქალბატონი თინა უვლიდა  და ახლა მე როგორ შემიძლია მისი ამდენი ხნის ზრუნვა და ამაგი დავივიწყო?! ამას ჩემი შვილის სულიც არ მაპატიებს“.

ოჯახის ეკონომიკურ გასაჭირს სიცივეც ემატება. როგორც მისი ნაამბობიდან შევიტყეთ, შეშის მოძიება მას ბავშვებთან ერთად უხდება: „ბავშვები მეხმარებიან, რომ სიცივით არ გავიყინოთ. ხან ღელის პირას ვეძებთ ფიჩხებს, ხან ყანების ნაპირებზე. მებრალებიან, გაყინული ხელებით როგორ ცდილობენ დახმარებას, მაგრამ მარტო არ მიშვებენ. მეზობლები მეხმარებიან, ძირითადად. იმაზე მეტად მიდგანან გვერდით, ვიდრე ჩემს შვილს ედგნენ. ალბათ, ამ ობლების საცოდაობით. მაგრამ სულ სხვის იმედად ხომ ვერ იქნები, მოვა და ხელს გამიმართავსო?! ღმერთი გვმფარველობს-მეთქი ვამბობ, რომ არ გათოვდა, თორემ სახლი თოვლის სიმძიმეს ნამდვილად ვეღარ გაუძლებდა და ჩამოიქცეოდა. ჩვენ კი გაგვესწრო იქნება გარეთ, მაგრამ მოხუცებულისთვის რა უნდა გვექნა“, _ ამბობს ქალბატონი ნარგიზი.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების დედის გარდაცვალებიდან თითქმის ორი წელი გავიდა, ბავშვებს ობლობის პენსია ჯერ კიდევ არ დანიშვნიათ, რადგან ბავშვების მამასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება. შესაბამისი განცხადებით კი სოციალური მომსახურების სააგენტოს არასრულწლოვნის  მეორე მშობელმა, ამ შემთხვევაში მამამ უნდა მიმართოს.

„ხათუნა რომ გარდაიცვალა, მივედი სოციალურ სააგენტოში, სადაც მითხრეს, რომ რადგან ბავშვების მეორე მშობელი ცოცხალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ერთად არ ცხოვრობს, განცხადება მან უნდა შეიტანოს პენსიის დანიშვნის თაობაზე. მაგრამ ჩვენ მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ. ის მაინც არ დათანხმდება ამაზე. არასოდეს არაფერი გაუკეთებია ბავშვებისთვის. ერთხელ, ჩემი შვილის სიცოცხლეში წაიყვანა ბავშვები და თხილი აკრეფინა. ბავშვებს შეჰპირდა, რომ გაყიდდა და სკოლისთვის მოსამზადებელ ფულს მისცემდა, მაგრამ არაფერი მიუცია, ტყუილად ამუშავა ბავშვები. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მას სხვა ცოლი და ორი შვილი კიდევ ჰყავს. პატიმარი იყო და  დაავადებული გამოვიდა. სახელმწიფომ ის ბავშვებიც გამოიყვანა ოჯახიდან.

არადა, ობლობის პენსია ძალიან დაგვეხმარებოდა, რომ ცოტათი სული მოგვეთქვა. დღე და ღამე იმის ფიქრში ვარ, რით გამოვკვებო ავადმყოფი და ჩემი ობოლი შვილიშვილები, საჭმელი საიდან და რით მოვიტანო. რას ვწვალობ და ვჯახირობ ლუკმის მოსაპოვებლად, არავინ იცის!“

კითხვაზე, მიმართა თუ არა მუნიციპალიტეტის გამგეობას საშეშე მერქნით დახმარების თაობაზე, ნარგიზა შავაძე გვპასუხობს, რომ არ მიუმართავს, რადგან დახმარების იმედი არ ჰქონდა.

„შეშით დახმარებისთვის, აღარ მივმართე გამგეობას, რადგან ვიფიქრე, ბავშვებს თავზე აწვიმთ,  ჩემი თხოვნა ამაზე არ გაითვალისწინეს და არც ამაში დამეხმარებიან-მეთქი. არც ჩვენი სოფლის წარმომადგენლისთვის მითქვამს რამე. ეს კი არა, სახლამდე მოსასვლელი გზაც არ გვაქვს. უნდა ნახოთ, წვიმისას ეს ღელე როგორ დიდდება. იმხელაზე გადმოდის, ნახევარ ეზოს ტბორავს. გაკვეთილების დამთავრების დროს გამოვდივარ და გზაზე ვხვდები ბავშვებს, რადგან მეშინია, არ დამეხრჩონ. გარდა ამისა, ავადმყოფი რომ ცუდად ხდება და სასწრაფოს ვიძახებთ, ამხელა გზა ფეხითაა გამოსავლელი. ამასობაში კი ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს. ძალიან უყურადღებოდ ვართ ამ მხრივაც“, _ ტირილით გვიყვება ქალბატონი ნარგიზა.

მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ხიდისთავის თემში დავით ვასაძე, რომელიც ჩვენი რესპონდენტი ოჯახის ახლო მეზობელია, ამბობს, რომ მათ გასაჭირს კარგად იცნობს, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ მათ, მას შემდეგ, რაც სახურავის გამოსაყოფად მუნიციპალიტეტის მერიაში უშუამდგომლა, აღარ დახმარებია.

_ მაგ ოჯახს დავეხმარეთ, გამოვუყავით სახურავი, მაგრამ „ხეობა“ არ იყო გათვალისწინებული. ბავშვებს ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ ჩემთან და მთელი ზამთრის სამყოფ შეშას სახლიდან გავატანდი, მაგრამ არ მოვიდნენ. სოფლის ცენტრში მაქვს დასამუშავებელი შეშა. ამ შაბათ-კვირასვე დავამუშავებ და მივუტან, _ გვითხრა დავით ვასაძემ.

ამასობაში კი ობლების ბავშვური ოცნებები მათი გაყინული ხელებით მოპოვებულ შეშასთან ერთად ინაცრება და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორმე ერთ ბებოს დაეხმარონ,  მეორე, დავარდნილ ბებიას კი ტკივილი შეუმსუბუქონ. არადა, თავად ბავშვებსაც განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდებათ _ ორივე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები არიან. ბავშვებმა უკვე რამდენიმე ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეს: ძველ საცხოვრებელ ადგილას სკოლაში სიარულის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ამ სოფელში გადმოსვლის შემდეგ, მასწავლებლების ძალისხმევით დაიწყეს ბავშვებმა სკოლაში სიარული და ახლა პედაგოგების დახმარებით, ორივე ცდილობს, თანატოლებს დაეწიონ. ორი წლის წინ კი დედა ბავშვების ხელში გარდაიცვალა, როცა სამივე თხილის აკრეფაზე მუშაობდა…

და ახლა ბებიას იმედად არიან… მათი ოცნება და სურვილიც ყოფითია: „ჩვენ არაფერი გვინდა. მხოლოდ შეშა და საჭმელი… და კიდევ, გვინდა წვიმის დროს საწოლში არ გვაწვიმდეს… ცუდია, როცა სველ ლოგინში წევხარ… როცა წვიმს, ბებო გვაღვიძებს და საწოლს ვაჩოჩებთ იქ, სადაც ნაკლებად უვლის წვიმა, მაგრამ ასეთი ადგილი ჩვენს სახლში თითქმის არაა, _ ჩურჩულით გვეუბნება ობოლი და-ძმა  გაცილებისას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სასტუმრო „კოსმოსში“ ხანძარია

რა დოკუმენტები მუშავდება რეგიონული ეკონომიკის გასავითარებლად

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა

20:19; 24.02.2026
სამართალი

ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

19:46; 24.02.2026
პოლიტიკა

ლენტეხის ყოფილი მერი გირაოთი გამოუშვეს

19:30; 24.02.2026
პოლიტიკა

ბრიტანეთის ელჩი: საქართველოს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის მხარდაჭერაში

19:08; 24.02.2026
სამართალი

ტაქსი და ბავშვთა სასწრაფო დახმარების ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

18:48; 24.02.2026
პოლიტიკა

ჰერჩინსკი: ამ ომის შედეგი ჩვენი კონტინენტის ბედს ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს

18:31; 24.02.2026
საზოგადოება

ვის მოუწევს ვენახების გასაშენებლად თანხმობის აღება

18:09; 24.02.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:05; 24.02.2026
საზოგადოება

“ენერგო -პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:48; 24.02.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:01; 24.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 12 პირი გამოავლინა

16:27; 24.02.2026
სამართალი

ჯანმრთელობის დაზიანების და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

15:48; 24.02.2026
ფინანსები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

15:47; 24.02.2026
პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში: რუსეთი ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები

15:20; 24.02.2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი საქართველოში: ეს არის რისი თქმაც მსურს ამ პროპაგანდისტული ტელეარხების შესახებ

15:12; 24.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო