9-
10 მარტს ქ. სენაკში, თამაზ ვახანიასა და შოთა ჯავახიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი გაიმართა კრივში. შეჯიბრში საქართველოდან სხვადასხვა წონითი კატეგორიით მოასპარეზე სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
ღია პირველობაზე წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული კრივის სექციის სპორტსმენები. ოზურგეთელმა მოკრივეებმა პრესტიჟული ტურნირიდან ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის წამოღება შესძლეს. გიორგი ხითაროვი ( 50 კგ. წონითი კატეგორია) _ I ადგილი;
ომარ ბექაძე (60 კგ. წონითი კატეგორია) _ I ადგილი; საბა ხურცილავა (26 კგ. წონითი კატეგორია) _ II ადგილი;
ღია პირველობისათვის ოზურგეთელი მოკრივეები მწვრთნელებმა _ გოჩა გაბედავამ და იური საჯაიამ მოამზადეს.