1 – 2 თებერვალს, ქალაქ რუსთავში, ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში, თხუთმეტწლამდელთა შორის ( უმცროს ჭაბუკთა შორის) მსოფლიო ჩემპიონის თემურ ყაზარაშვილის სახელობის რესპიბლიკური ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა მიიღეს.
ტურნირი ჩვენმა მოჭიდავეებმა წარმატებით დაასრულეს.
ერეკლე თავბერიძე ( 44 კგ) – I ადგილი;
გიორგი როყვა ( 57 კგ) – I ადგილი;
ალექსი ფასიეშვილი ( 44 კგ) – II ადგილი;
ლუკა კილაძე ( 41 კგ) – II ადგილი;
აჩი ქათამაძე ( 44 კგ) – III ადგილი;
ბაჩო აბაშიძე ( 48 კგ) – III ადგილი;
ზურა სადრაძე ( 57 კგ) – III ადგილი;
გიორგი ტაკიძე ( 62 კგ) – III ადგილი;
შეიბრზე ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა გუნდური მეორე ადგილი აიღეს.
ნაკრები გუნდი ასპარეზობისთვის მწრთვნელებმა : კობა ბალავინოვმა,ძმებმა ზურაბიანებმა, ფრიდონ აბაშიძემ, ლაშა გუჯაბიძემ, გურამ მაჭარაშვილმა და კახაბერ აბაშიძემ მოამზადეს.
ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.